Wednesday, April 29, 2009

ექსკურისა-ლაშქრობები

  2008-2009 წელს ქ.თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მენტორ-მაძიბლების მიერ დაიგეგმა ექსკურსია- ლაშქრობები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რაიონულ ცენტრში: მცხეთა, თელავი, გორი, ადიგენი, ახალციხე.
  მენტორ-მაძიბლებისა და სკოლის მასწავლებლების შეხვედრები არაფორმალურ გარემოში, ერთობლივად მოწყობილი ექსკურსია- ლაშქრობები, სასიამოვნო ატმოსფერო, ულამაზესი ბუნება,ღირშესანიშნეობების დათვალიერება სასიამოვნო მოგონებად დარჩება. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს კოლეგებთან ინტეგრირებას.
  2008 წლის შემოდგომაზე, ნოემბრის თვეში ყაზბეგის გერგეტის წმინდა სამების დასალაშქრად გავემარტეთ სხავდასხვა სკოლის მაძიებლები,მენტორი და მასწავლებლები.
 მარშრუტით: თბილისი-ყაზბეგი- გერგეტის სამება-გველეთი-თბილისი

2009 წლის თებერვალში მოვაწყვეთ ექსკურსია კახეთის მხარეში, ღირშესანიშნავი ისტორიული ძეგლების გასაცნობად; მარშრუტით: თელავი-წინანდალი-ალავერდი-თბილისი

 2009 წლის გაზაფხულზე , აპრილში, ექსკურსია მარშრუტით: თბილისი-გორი (სატალინის მუზეუმი,გორის ციხე)-თბილისი

2009 წლის მაისს-ივნისში კი ვიმყოფებოდით ქუთაისში, ადიგენსა და ახალციხეში.

ქუთაისში დავათვალიერეთ განახლებული უბნები და ვიყავით ბაგრატის ტაძარში, სადაც რესტავრაცია მიმდინარეობდა.

ადიგენში დავათვალიერეთ ზარზმა.

ახალციხეში კი ვარძია და საფარა.